ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8353

ფაქტი 8353

განათლების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანმა თბილისის მოურავ ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავას მისწერა, იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე სომხეთში ისე სწრაფად გაემგზავრა, რომ ფაქტობრივად, საშუალება აღარ ჰქონდა პირადად ეთხოვა წასვლის ნებართვა თბილისის გამგეობისთვის და იგი იძულებული გახდა სამინისტროსთვის ეთხოვა გაეფრთხილებინა სახელოსნო-სასწავლებლის გამგე მისი გამგზავრების შესახებ. სამინისტრომ 6 ნოემბერს N3543-ით აცნობა თბილისის სახელოსნო-სასწავლებლის გამგეს მასწავლებელ იუსტინე აბულაძის სომხეთში ორი კვირით გამგზავრების შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8353; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .