1918 წლის 1-ელ ნოემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიის დირექტორს მთავარგამგის მიმდინარე წლის 29 ოქტომბრის N67 ბრძანების თანახმად აცნობა, რომ 1-ლი ნოემბრიდან ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე დანიშნეს. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ალ. მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე დავითის ძე ბერძენიშვილი (ბერძნიშვილი).

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 8532 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/8532]; წვდომის თარიღი: 2019-12-16