1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილი აძლევს ნებართვას საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელს, აწარმოოს მოლაპარაკება გერმანიის, თურქეთის, ავსტრია-უნგრეთისა და ბულგარეთის მთავრობებთან, რათა დამყარდეს მათთან ეფექტური და ხანგრძლივი საერთაშორისო ურთიერთობები. ნებართვას ხელს აწერენ: მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. რამიშვილი და საქართველოს რესპუბლიკის მდივანი მ. მღვდლიევი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე რამიშვილის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელისათვის მიცემული ნებართვა, აწარმოოს მოლაპარაკება გერმანიის, თურქეთის, ავსტრია-უნგრეთისა და ბულგარეთის მთავრობებთან | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ფრანგული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 8598 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/8598]; წვდომის თარიღი: 2019-11-18