1919 წლის 1-ლი ივნისის „ერთობა“ იუწყება, დამფუძნებელი კრების წევრ გ. ცისკარიშვილს თუშეთიდან შეატყობინეს, რომ მათ საზაფხულო სოფ. ტბათანს თავს დაესხნენ ოსები, გაიტაცეს ცხვარი, მოკლეს ორი მწყემსი. მათ დაედევნენ თუშები, გაიმართა ბრძოლა, თუშებს მოუკლეს 6 კაცი, რამდენიმე დაჭრეს. ცისკარიშვილმა დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამმართველოს მიმართა.

წყარო: ერთობა, 1919 | 1 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 8895 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/8895]; წვდომის თარიღი: 2019-11-21