რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი სასულიერო წოდების იყო. მის მშობლებს ჰქონდათ ქონება, თავად კი არაფერი შეუძენია. არ იყო დაოჯახებული და არც მამაპაპისეული ქონება ჰქონდა. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სისწორით გადმოწერას 1919 წლის 15 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 9119 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/9119]; წვდომის თარიღი: 2019-09-23