ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9141

ფაქტი 9141

1919 წლის 12 მაისს დაბალი სასწავლებლების მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ უგზავნიდა სამტრედიის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელ რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის თხოვნას და ითვალისწინებდა, რომ იგი 1908 წლიდან მუშაობდა სასწავლებელში, სადაც ყოველთვის ავლენდა თავის ცოდნასა და მომზადებას. ხელს აწერს სასწავლო განყოფილების გამგის ნაცვალი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9141; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .