ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9145

ფაქტი 9145

1919 წლის 12 მაისს დაბალი სასწავლებლების მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ შუამდგომლობდა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძეს, რათა უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის თანამდებობაზე დაემტკიცებინათ. მას დამთავრებული ჰქონდა თბილისის სასულიერო სემინარიის ოთხი კლასი და 1905 წლიდან მასწავლებლად მუშაობდა სახალხო სკოლებში. ხელს აწერს სასწავლებლის გამგის ნაცვალი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9145; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .