ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9253

ფაქტი 9253

ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი სამშვიდობო დელეგაციის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელს ტრაპიზონში ატყობინებდა, რომ სეიმის პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა 26 მარტს და გადაწყვიტეს, ოტომანთა დელეგაციის ულტიმატუმთან დაკავშირებით ყოველგვარ დათმობაზე წასულიყვნენ. ასევე სწერდა, რომ ტრაპიზონში მიემგზავრებოდა სახალხო განათლების მინისტრი უსუბეკოვი და სეიმის მდივანი კანტემიროვი. დოკუმენტის სისწორეს მ. თუმანოვი ადასტურებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9253; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .