ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9254

ფაქტი 9254

1918 წლის 26 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, გენერალ მდივანს მთავრობის თავმჯდომარის ევ. გეგეჭკორისათვის პირდაპირი ხაზით დაშიფრული სახით გადასაცემად, რომელშიც აღწერს საომარ მდგომარეობას არდაგანში, ყარსსა და ბათუმში. სიტუაციის გამოსასწორებლად მას მიაჩნია საჭიროდ ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება, რათა ამოქმედდეს ბრესტის ხელშეკრულება. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9254; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .