1920 წლის 25 ივლისის „ერთობა“ იტყობინება, რომ აკაკი ჩხენკელმა ბათუმიდან მისალოცი დეპეშა მიიღო მუსულმანური და საქრისტიანო საქართველოს გაერთიანებასთან დაკავშირებით. ხელს აწერენ: სულეიმან ბეკ ბატანიძე, ეიუბ დიასამიძე, თებიკ ბეკ თავაძე, ხოჯ აღაა გუაბაის თარიშვილი, იმამ აღისშვილი-კედერი (სოფ. მეძიბნა), კედიმ აღა ცინცაძე (სოფ დოლოგანი), გურჯი ოღლი იბრაგიმ აბას სიბილაძე, სულეიმან ბეკ ბოლქვაძე (სოფ. მახუნცეტი).

წყარო: ერთობა, 1920 | 25 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 9366 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/9366]; წვდომის თარიღი: 2019-09-18