1920 წლის 31 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილი თავდაცვის საბჭოს დადგენილება, რომელსაც ხელს აწერენ შინაგან საქმეთა მინისტრი ნ. რამიშვილი და სამხედრო მინისტრი გრ. ლორთქიფანიძე სამხედრო სამსახურში მყოფ 1888, 1889 წწ. დაბადებულ ჯარისკაცთა შვებულებას და მათ ნაცვლად1895 წელს დაბადებულთა გაწვევას ეხებოდა. მობილიზაციით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მათ სასჯელი დაეკისრებოდათ.

წყარო: ერთობა, 1920 | 31 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 9570 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/9570]; წვდომის თარიღი: 2019-06-24