1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების წევრებად დანიშნა: გ. ბ. აბაშიძე, მ. გ. გაჯინსკი, ი. ბ. გაიდაროვი, გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, რ. ი. კაჩაზნუნი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, მ. ი. მეხტიევი, ხ. ბ. ხას-მამედოვი, ა. ი. ხატისოვი და ა. ა. შეიხ-ულ-ისლამოვი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი და საქმეთამმართველი მ. თუმანოვი.

წყარო: ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციის მეთაურის აკაკი ჩხენკელის მოხსენება ტრაპიზონში თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების მიმდინარეობისა და მისი შეწყვეტის მიზეზების შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 9647 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/9647]; წვდომის თარიღი: 2019-09-15