1920 წლის 1 მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში გამოქვეყნდა გ. წინამძღვრიშვილის სტატია, რომელშიც ავტორი საუბრობს ვაზის მოვლა-პატრონობაზე, მათი დახვეწის გზებზე და აუცილებლობაზე, მევენახეებს მოუწოდებს მეღვინეობა-მევენახეობის საფუძვლიანად შესწავლისკენ. ასევე განმარტავს ჟურნალ „ვაზი და ღვინოს “ ფუნქციასა და დანიშნულებას, აღნიშნავს, რომ მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭომ სხვადასხვა რაიონში დანიშნა კორესპონდენტ-თანამშრომლები, რომლებიც შეაგროვებენ ინფორმაციას ჟურნალისთვის.

წყარო: ვაზი და ღვინო, 1920 | 1 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 9658 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/9658]; წვდომის თარიღი: 2019-06-26