ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9689

ფაქტი 9689

1918 წლის 1-ლ დეკემბერს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამართეს მანიფესტაცია საქართველოს დამოუკიდებლობის 6 თვის აღსანიშნავად. მათ სიტყვით მიმართეს სტუდენტებმა: კ. კობახიძემ, ვ. ძიძიგურმა და გ. ნაკაშიძემ. მანიფესტაციის მსვლელობამ უნივერსიტეტის ეზოდან გადაინაცვლა სასახლესთან, შემდეგ კი განათლების სამინისტროსთან, სადაც სტუდენტებმა საქართველოს დროშა დატოვეს და დაიშალნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9689; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .