1920 წლის 15 მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში, გამოქვეყნდა ი. ანდრონიკაშვილის სტატია, ფინანსთა სამინისტროს კანონპროექტის შესახებ, რომელიც სააქციზო გადასახადების შეცვლას გულისხმობდა. ი. ანდრონიკაშვილი განმარტავდა კანონპროექტის შინაარსს და საუბრობდა იმ საფრთხეებზე, რომელიც კანონს მოჰყვებოდა. ანდრონიკაშვილის აზრით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა მეღვინეობა-მევენახეობის დარგი.

წყარო: ვაზი და ღვინო, 1920 | 15 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 9754 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/9754]; წვდომის თარიღი: 2019-06-26