1919 წლის 10 ნოემბერს დუშეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილმა საქართველოს დემოკრატიულიო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მისწერა, რომ ოჯახური მიზეზების გამო დუშეთის უმაღლეს სასწავლებელში მუშაობის გაგრძელება აღარ შეეძლო. ის თბილისის რომელიმე სასწავლებელში გადაყვანას ითხოვდა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 9774 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/9774]; წვდომის თარიღი: 2019-06-16