ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9806

ფაქტი 9806

1920 წლის 15 თებერვალს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების შენობაში საქართველოს მეთამბაქოეთა პირველი ყრილობის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ტიტე მარგველაშვილმა გახსნა. ყრილობამ აირჩია პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ჟურული, სოლომონ ჩოლოყაშვილი, კონსტანტინე ბერეკაშვილი და სეილანოვი. მეორე სხდომა 10 თებერვალს, საბჭოს დარბაზში გაიმართა, მაგრამ დამსწრეთა სიმცირის გამო 22 თებერვლის 10 საათისთვის გადაიდო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9806; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .