ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი

პედაგოგი, პუბლიცისტი, ექიმი, მეცნიერი, ეკონომისტი, დამფუძნებელი კრების წევრი, ეროვნული კრების წევრი, სახელმწიფო კონტროლიორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოება ხელთუბნის, წინარეხისა და თონეთის სკოლებს ნაწილობრივ აფინანსებდა. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშები | 1905-1905
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 11117 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/11117]; წვდომის თარიღი: 2019-06-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.