აკაკი ნესტორის ძე ფაღავა

პედაგოგი, ბათუმის გიმნაზიის დირექტორი, თეატრის რეჟისორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს აკაკი ფაღავას თხოვნა სტიპენდიის გაგრძელების თაობაზე. ასევე წარმოადგინეს ცნობა, რომ მას სტიპენდია ეძლეოდა 4 წლის განმავლობაში და იმ წელს სწავლაც უნდა დაემთავრებინა, მაგრამ ბერძნული ენის უცოდინრობის გამო ერთი წელიწადი დაუკარგავს. გამგეობამ ა. ფაღავას თხოვნაზე უარი განუცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 11177 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/11177]; წვდომის თარიღი: 2019-10-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.