პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი

განათლების სამინისტროს თანამშრომელი, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1916 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ ბარბარე სპირიდონის ასულმა წერეთლისამ და მდივანმა პავლე გრიგოლის ძე მეტრეველმა საზოგადოების მთავარგამგეობას მისწერეს, რომ ზესტაფონის განყოფილების მთავარი ამოცანა დამწვარი თეატრის აღდგენა იყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მოხსენებები და ანგარიშები ყვირილის განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 11606 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/11606]; წვდომის თარიღი: 2019-06-27

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.