კირილე ნიკოლოზის ძე ჩიხლაძე

პედაგოგი

1919 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა ცაგერის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ინსპექტორი ივანე ნიჟარაძე, ესწრებოდნენ საბჭოს წევრი მასწავლებლები: კ. ჩიხლაძე, ლ. ასათიანი, ს. მეფარიძე, ალ. ქიქოძე. იმსჯელეს სწავლის გადასახადის გაზრდის შესახებ და დაადგინეს: რადგან მოსწავლეები წელიწადში 20 მან. იხდიან და შესული თანხა სიძვირის გამო ვერ ფარავს სასწავლებლის ხარჯებს, გამგეობას ეთხოვოს 1919/20 სასწ. წლიდან სწავლის საფასურის გაზრდა.

წყარო: მიმოწერა რაჭა-ლეჩხუმში საკვირაო სკოლების გახსნის შესახებ. ახლადგახსნილი სკოლების მოსწავლეთა სია | 1919-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 11683 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/11683]; წვდომის თარიღი: 2019-10-15

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.