გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე

მღვდელი, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, კავკავის განყოფილების მდივანი

1912-1913 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, კავკავის ქართულ სკოლაში (გამგე – ვ. ბურჯანაძე) 5 პედაგოგი იყო: ვ. ბურჯანაძე (I განყოფილებაში), ნატალია კლიმენტის ასული იოსელიანი (II განყოფილებაში), მარტამდე – გრიგოლ რაზმაძე და მარტიდან – გრ. გორდელაძე (III განყოფილებაში), ტრიფონ მ. შუბლაძე (IV განყოფილებაში); საღვთო სჯულს ყველა განყოფილებაში მღვდელი გიორგი ნათაძე ასწავლიდა; ავადმყოფობის დროს მასწავლებლებს ივანე ნიკოლოზის ძე ჩხუბიანი ენაცვლებოდა.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 12041 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/12041]; წვდომის თარიღი: 2019-10-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.