ივანე იულონის ძე ოსიძე

სასწავლებლის გამგე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, სულ გაიმართა 17 სხდომა. გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა დაესწრო 15 სხდომას, კლიმენტი ლორთქიფანიძე – თოთხმეტს, ანდრია პატარაია – ექვსს, სოკრატე კეშილავა – თორმეტს, კატო კედია – ჩვიდმეტს, გიორგი ხერხეულიძე – ცხრას, ბაგრატ უგულავა – ათს, მიხეილ პატრაია – სამს, ილარიონ მიქელაძე – ერთს, ივანე ოსიძე – სამს, ხოლო გრიგოლ რეიკინი – ორს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 12101 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/12101]; წვდომის თარიღი: 2019-09-15

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.