ილია ფერაძე

გიმნაზიის დირექტორი

1918 წლის 6 დეკემბერს ოზურგეთის პროგიმნაზიის გამგებელმა ილია ფერაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ 1918 წლის პირველი დეკემბრიდან სასულიერო სემინარიის სტუდენტი, მღვდელი სოლომონ ანდღულაძე პროგიმნაზიის ქართული საგნების შტატის მასწავლებლად დაემტკიცებინათ. ხელს აწერენ პროგიმნაზიის გამგებელი ილია ფერაძე და პროგიმნაზიის საქმისმწარმოებლის აღმასრულებელი მდივანი ი. ღლონტი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | სოლომონ ანდღულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 12115 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/12115]; წვდომის თარიღი: 2019-07-24

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.