კოპალეიშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის კიოსკის გამგე, პასუხისმგებელი ნოქარი

1919 წლის 20 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მინა კოპალეიშვილის თხოვნა მისი კუთვნილი ფულის (სამტრედიის კიოსკში ნამსახური 11900 მანეთი) მიცემის შესახებ. გამგეობის ცნობით, ეს ფული კოპალეიშვილისთვის სამტრედიის ქალაქის გამგეობას 15 ნოემბერს უნდა მიეცა, მაგრამ დღემდე არ გაუსტუმრებია. გამგეობამ საზოგადოების ვექილ კირილე ნინიძეს ამ საქმის გარკვევა დაავალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 12427 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/12427]; წვდომის თარიღი: 2019-10-20

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.