დ. ქუთათელაძე

გიმნაზიის დირექტორი

ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მიმდინარე წლის 29 მარტს N2532 მიწერილის პასუხად სწერს, რომ ვლადიმერ აბაშიძემ შეიტანა ქუთაისის ხაზინაში საპენსიო ფონდში ჩასარიცხად 49 მ., რის დასამტკიცებლადაც წარმოდგენილია საბუთი 1919 წლის 3 აპრილიდან N4688. ხელს აწერს საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 12573 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/12573]; წვდომის თარიღი: 2019-11-16

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.