ვარლამ სიმონის ძე მიქელაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 5 დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძისას წერილი რედაქტორის სახელზე. ის რედაქციას უგზავნის სოფელ კულაშში და სხვაგან შეგროვებულ ფულს (104 მან. 60 კაპ.) და შემომწირველთა სიას: ელენე კანდელაკისა, ვარლამ მიქელაძე, თომა კვანტალიანი, მელქისედექ მიქელაძე, თამარა ლ. მიქელაძე, იასონ მიქელაძე, ლ. სულავა, კატო მიქელაძისა, ტერეზია მიქელაძისა, ნოე მიქელაძე, ჭოჭი კანდელაკი, ნიკო დადიანი, ივანე ბ. მიქელაძე, შუშუნდი მიქელაძისა, მარო ბალანჩივაძე, თამარა ჩხეიძისა, მიშა ფოცხვერია, მაშიკო კანდელაკისა, შუშანიკა შენგელია, მღვდელი ჩაჩუა, ლადია ჯაფარიძისა.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 11 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 13000 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/13000]; წვდომის თარიღი: 2019-12-15

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.