კლიმენტი ბესარიონის ძე გელეიშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1918 წ. ქ. სამტრედიის ქალთა ინტერპარტიული ორგანიზაციის გამგეობის მდივანმა ვ. მელქაძემ რედაქტორ კატო მიქელაძეს სთხოვა ამავე გამგეობის მიერ 1918 წლის 2-4 ივნისს მეომართა სასარგებლოდ გამართული „ფინჯანი ჩაის“ ანგარიშის განთავსება გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ უახლოეს ნომერში. „ფინჯანი ჩაის“ შემოწირულობა იმავე წლის 8 ივნისს გაეგზავნა სამხედრო სამინისტროს. შემომწირველები იყვნენ: კოტე კასრაძე, ელისო კალანდაძე, კლიმენტი გელეიშვილი, აკაკი კალაძე, სიმონ სპირიდონის ძე ქართველიშვილი, ვალიკო ხარებავა, დიმიტრი სტეფანიდი, მ. წერეთლისა („ფინჯან ჩაის“ გამგე), ერინი.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1918 | 20 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 13317 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/13317]; წვდომის თარიღი: 2019-08-26

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.