ვარვარა (ვარია) პართენის ასული მასხულია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების გამგეობის 1918 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, გუდაუთაში განყოფილებას ეკუთვნოდა მხოლოდ ერთი ორგანყოფილებიანი სკოლა. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ვარვარა პართენის ასული მასხულია და გამგეობის მდივანი ნადეჟდა რაჟდენის ასული გიგაუროვა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების გუდაუთის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 14500 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/14500]; წვდომის თარიღი: 2019-08-19

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.