გაბრიელ გრიგოლის ძე ღამბარაშვილი ( ღამბაროვი)

მეან-გინეკოლოგი, თეორიული და პრაქტიკული მეანობა-გინეკოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1912 წლის 26 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილის სამარიდან გადმოსვენების თაობაზე გადაწყვიტა, რომ ექიმი ღამბაროვისთვის მიეწერათ წერილი, ეშუამდგომლა გუბერნატორთან ხახანაშვილის ცხედრის გადმოსვენების თაობაზე. გადმოსვენებისა და დასაფლავების ხარჯს გამგეობა გადაიხდიდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 14993 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/14993]; წვდომის თარიღი: 2019-12-08

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.