ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე

მწერალი, პედაგოგი, სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის ვიცე-დირექტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, გამგეობის მდივანი

1918 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება თელავში არაქართველთათვის გიმნაზიის გახსნის შესახებ. 1918 წლის 21 ოქტომბრის განათლების მინისტრის მოადგილის დადგენილების თანახმად, გიმნაზიის დირექტორს გაკვეთილების კვირეული განაწილება და სამუშაო გეგმა გაეგზავნა. განკარგულებას ხელს კანცელარიის დირექტორის ნაცვლად ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმის მწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე აწერდნენ.

წყარო: მიმოწერა თელავის სომხური გიმნაზიის წმ. ნინოს სასწავლებლის შენობაში მოთავსების შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 16457 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/16457]; წვდომის თარიღი: 2019-07-24

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.