სერგეი მიტროფანეს ძე გოროდეცკი

პოეტი, მთარმგნელი, პედაგოგი

1918 წლის 16 ივნისს კონსერვატორიის დარბაზში უნდა გამართულიყო ცისფერყანწელთა პოეზიის საღამო. პაოლო იაშვილს უნდა წაეკითხა ცისფერყანწელების დეკლარაცია, გრიგოლ რობაქიძეს – „სიტყვა პოეზიაში“, ტიციან ტაბიძეს – „ცისფერი ყანწები“, ალი არსენიშვილს – „ბრინჯაოს მასკები“, რუს პოეტ სერგეი გოროდეცკის – „ქართული სიმბოლიზმის რჩეულობა“. საკუთარ ლექსებსა და ფრანგი პოეტების თარგმანებს კი წაიკითხავდნენ პაოლო იაშვილი, გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ლელი ჯაფარიძე, კოლაუ ნადირაძე.

წყარო: საქართველო, 1918 | 6 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 1736 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/1736]; წვდომის თარიღი: 2019-10-21

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.