ბარბარე ივანეს ასული ამილახვარი

პედაგოგი

1919 წლის 4 იანვარს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორი განათლების სამინისტროში მთავარგამგეს 14 დეკემბრის N 5127 მიწერილობის პასუხად სწერს, რომ თავისი რწმუნებული გიმნაზიის კლასის დამრიგებელ ბარბარე ივანეს ასულ ამილახვარს ფრანგული ენა სხვა დროს არსად უსწავლებია. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი თამარ ციციშვილი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ბარბარე ივანეს ასულ ამილახვრის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 18080 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/18080]; წვდომის თარიღი: 2019-10-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.