ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძე

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ლეძაძამეს ბიბლიოთეკის მზრუნველი

1919 წლის პირველი დეკემბრის ნიკოლოზ ანჯაფარიძის ნამსახურეობითი სიის მიხედვით, ის სენაკის სასკოლო კომისიამ და ქალაქის გამგეობამ უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად აირჩია. ნამსახურებით სიას ხელს აწერს ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებელი პ. ლორთქიფანიძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 18798 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/18798]; წვდომის თარიღი: 2019-10-14

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.