ბიძინა ირაკლის ძე რამიშვილი
სტუდენტი, განათლების სამინისტროს სტიპენდიატი
1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი ბიძინა ირაკლის ძე რამიშვილი. იგი გერმანიაში იმყოფებოდა, როცა სტიპენდია მიიღო.
წყარო: კანონპროექტი. საზღვარგარეთ ახალგაზრდების გაგზავნის, სტიპენდიების დანიშვნის შესახებ. საზღვარგარეთ გასაგზავნი ახალგაზრდების სია | 1919-1920წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი
ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 19054 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/19054]; წვდომის თარიღი: 2019-12-08