თომა მიხეილის ძე კევლიშვილი

წინარეხის სკოლის პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების ნამდვილი წევრი

1897 წლის 10 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა წინარეხის სკოლის პედაგოგმა თომა კევლიშვილმა, რომ ვალად გადაეცათ მისთვის სრული ჯამაგირი უკან დაბრუნების პირობით. გამგეობამ დაადგინა, რომ ყოველ თვე ვალად მიეცათ წინარეხის სკოლის პედაგოგისთვის 10 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 19701 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/19701]; წვდომის თარიღი: 2019-11-16

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.