იოსებ ზებულონის ძე ცხვედაძე
პოლიტიკური მოღვაწე, პედაგოგი
1881 წლის 20 დეკემბერს სოფელ კავთისხევის სკოლის მასწავლებელი იოსებ ზებულონის ძე ცხვედაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ღარიბი მოსწავლეებისთვის სთხოვდა, გამოეგზავნათ მხოლოდ გოგებაშვილის „დედაენა“, რამდენ ეგზემპლარსაც შეძლებდნენ, ასევე დახაზული ასპიდის დაფები.
წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი
ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 19771 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/19771]; წვდომის თარიღი: 2019-12-06