იოსებ ვასილის ძე მოზდოკელი (მოზდოკლიშვილი, მოზდოკელაშვილი, მოზდოკელოვი)

კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის ხაზინადარი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, თავმჯდომარედ დაემტკიცებინათ ალექსი ჭიჭინაძე, დროებითი თავმჯდომარის მოადგილედ – ტიტე კახიძე, ხაზინადრად – იოსებ მოზდოკელი, ხაზინადრის კანდიდატად – ნიკოლოზ გუბნელოვი, მდივნად – პართენ გოთუა და წევრებად – პართენ გოთუა, ერთაოზ სიდამონ-ერისთავი, სტეფანე პოპოვი, მიხეილ ინასარიძე, ნესტორ ფხაკაძე, იოსებ მოზდოკელი და ნიკოლოზ გუბნელოვი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 19787 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/19787]; წვდომის თარიღი: 2019-12-15

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.