ევგენია ექვთიმეს ასული გრიგალაშვილი

პედაგოგი

1918-19 სასწავლო წლის დასაწყისში განათლების სამინისტროს განცხადებით მიმართა და ქუთაისის ხოჯევანოვის სახელობის გიმნაზიაში პროგიმნაზიული კლასების ფრანგული ენის პედაგოგის ადგილს ითხოვდა მოსკოვის ტიხომიროვის სახ. უმაღლესი პედაგოგიური კურსების მსმენელი და მოსკოვის ქალთა გიმნაზიის თანამშრომელი ევგენია ექვთიმეს ასული გრიგალაშვილი.

წყარო: დებულება, წესდება ინჟ. ადრიანოვისა და შერმაზანოვის მიერ უმაღლესი საინჟინრო კურსების გახსნის შესახებ | 1918-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 20305 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/20305]; წვდომის თარიღი: 2019-10-21

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.