გერმანე იოსების ძე გოგიტიძე

კინოხელოვანი, პროდიუსერი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1920 წლის 4 აგვისტოს სამხედრო სამინისტროს კულტურა-განათლების სექციის წევრები – ტიტე ართმელიძე და ალექსანდრე ჟორჟოლიანი, კოოპ. კავშირის კინემატოგრაფიული განყოფილების გამგე გერმანე გოგიტიძე და მხატვარი კონსტანტინე ქავთარაძე გაემგზავრნენ ბათუმ-აჭარაში მყოფი სამხედრო ნაწილებისთვის ფილმების საჩვენებლად და საუბრების გასამართად. მათთან ერთად ჩავიდა ფრონტის დღის დამხმარე მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე სერგო ჟორჟოლიანი, შემდეგ გაემგზავრნენ აჭარის წყალზე, ქედაში. ღამე გაათენეს წითელჯვრის საავადმყოფოში, სადაც ექიმად იყო ბ. იაშვილი. სექცია 10 აგვისტოს დაბრუნდა თბილისში.

წყარო: ერთობა, 1920 | 18 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 2049 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/2049]; წვდომის თარიღი: 2019-10-15

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.