იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი

ინჟინერი, საქ. ადგილობრივი ტრანსპორტის სამმართველოს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების განყ. გამგე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1920 წლის პირველი აპრილის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ ი. ანდრონიკაშვილი წერდა, როგორ მოიმატებდა ღვინის ფასი და მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე, თუკი მეღვინე-მევენახეები მისი დაყენების ტექნოლოგიას შეცვლიდნენ. მისი აზრით, მარტო მევენახეები ამას ვერ შეძლებდნენ და ეს საქმე კოოპერატივებსა და ღვინით მოვაჭრე სააქციო საზოგადოებებს უნდა გაეკეთებინათ.

წყარო: ვაზი და ღვინო, 1920 | 1 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 2094 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/2094]; წვდომის თარიღი: 2019-07-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.