ანტონ პეტრეს ძე ფალიაშვილი

სამხედრო ექიმი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1916 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანი) განყოფილების წევრები იყვნენ: სასამართლოს მოხელე დიმიტრი პაატას ძე მგალობლიშვილი, პროვიზორი მელიტონ კონსტანტინეს ძე ნადარეიშვილი, სამხედრო ექიმები – მიხეილ ნახუცრიშვილი, ვარლამ დავითის ძე საყვარელიძე, ანტონ პეტრეს ძე ფალიაშვილი, ადგილობრივი ფოსტის განყოფილების უფროსი პლატონ ანდრიას ძე არჯევანიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიმოწერა ალექსანდროპოლის (ლენინაკანი) განყოფილებასთან | 1916-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი. საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 21327 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/21327]; წვდომის თარიღი: 2019-07-16

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.