სიმონ იოსების ძე კევლიშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1912 წლის 7 ივლისს ქ. თელავში გამართულ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე განიხილეს და მცირე კამათის შემდეგ დაამტიცეს 1912 წლის სავარაუდო ხარჯი. კამათი გამოიწვია სკოლაში სწავლის საკითხმა. გამგეობა მთელი წლის განმავლობაში ადევნებდა თვალს სწავლების პროცესს. წლის ბოლოს მან მოსწავლეთა ცოდნის დონეც შეაფასა. კრებამ დაავალა გამგეობას ამ საკითხთან დაკავშირებით დასაბუთებული წერილობითი დასკვნის წარდგენა ყოველი წლის ბოლოსთვის. კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ვასილ კახიძე და წევრები: ილია გორდეზიანი, ნინო მთვარელიშვილი, ნინო ცისკარაშვილი, მარიამ კანდელაკი, მღვდელი დიმიტრი დეკანოზიშვილი, სიმონ კევლიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი და დავით ლუკაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 21525 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/21525]; წვდომის თარიღი: 2019-12-07

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.