სიმონ დიმიტრის ძე ყაზახაშვილი

ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1920 წლის 4 სექტემბერს ქაშვეთის ეკლესიაში ილია წინამძღვრიშვილის პანაშვიდს დაესწრნენ დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეები: ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძე და ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენლები: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების თავმჯდომარე ს. ყაზახაშვილი, მიწათმოქმედების სამინისტროს ხაზინადარი თ. მეგრელიშვილი, მეღვინეობა-მევენახეობის ყრილობის საბჭოს მდივანი გ. წინამძღვრიშვილი, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე მიქაბერიძე და ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი პ. გოთუა. დაკრძალვის ხარჯები მიწათმოქმედების სამინისტრომ გაიღო.

წყარო: ერთობა, 1920 | 7 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 2417 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/2417]; წვდომის თარიღი: 2019-12-16

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.