დავით სვიმონიშვილი

მღვდელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილებამ საზოგადოების წევრობის მსურველთა სია გაუგზავნა. სიაში ზემო ნიქოზიდან იყვნენ ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე და მღვდელი ივანე დავითაშვილი, ქვემო ნიქოზიდან – მღვდელი დავით კაპანაძე, ტირძნისიდან – მღვდელი სპირიდონ ანდრიას ძე კასრაძე, ქემერტიდან – მღვდელი დიმიტრი ანდრიას ძე კასრაძე, დიციდან – მღვდელი იოსებ კაპანაძე, ვანათიდან – მღვდელი ივანე ლუკიანოვი, შინდისიდან – მღვდელი დავით სვიმონიშვილი, თამარაშენიდან – გიგია აბესალომის ძე მაჩაბელი და ივანე აბესალომის ძე მაჩაბელი, ყელქცეულიდან – მიხეილ ანტონის ძე ლიაძე, საქაშეთიდან – დიმიტრი ნიკოლოზის ძე დიასამიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 26055 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/26055]; წვდომის თარიღი: 2019-07-20

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.