ილია ზაქარიას ძე სხირტლაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1908 წლის 24 აგვისტოს სტატსკი სოვეტნიკის – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის მოწვევით გამართული სხდომის ოქმს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილების დაარსების თაობაზე ხელს აწერენ: ტიტე კახიძე (კრებისა და გამგეობის თავმჯდომარე), მასწავლებელი ნიკოლოზ ყაზბეგი (კრების მდივანი), მღვდელი გიორგი ნათაძე (გამგეობის წევრი), გრ. ბურდული (გამგეობის წევრი); ფილიალის ნამდვილი წევრები – მასწავლებელი გრიგოლ რაზმაძე, მ. თ. აიდაროვი, ზ. შ. ფიცხელაური, ზ. გ. ლაგაზოვი, პ. მ. ფრიდონოვი, ილია სხირტლაძე, გრ. გ. ნამგალაური, ი. ზ. ელერდოვი, დ.ზ. ელერდოვი, ნიკალაი ბაშარული, ზ. ს. მესხიევი, ალექსი დიდებაშვილი, ი. ი. ფიცხელაური, გ. ზ. სხირტლაძე, სპირიდონ სხირტლაძე, ზ. დ. მჭედლიშვილი, ზ. ლ. კიკნაძე, ნიკალაი ზაგაშვილი, ი. გ. ხეთაგუროვი, ი. ნ. ქუმსიევი, გულბათოვი, ი. პ. მრევლოვი, ა. ა. ოქროპირიძე.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 27217 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/27217]; წვდომის თარიღი: 2019-07-23

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.