ნინო გიორგის ასული მონადირაშვილი

პედაგოგი

1913 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ბურჭულაძემ თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორს გაუგზავნა მასწავლებელ ნინო მონადირაშვილის თბილისის მეოთხე გიმნაზიის მერვე დამატებითი კლასის დამთავრების ატესტატი (საბუთი №232) და კეთილსაიმედოობის მოწმობა (საბუთი №10 060).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 27309 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/27309]; წვდომის თარიღი: 2019-12-14

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.