იასონ ალექსის (იესეს) ძე გიგიბერია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1917 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, პირველი იანვრისთვის განყოფილებაში იყო 111 წევრი, წლის განმავლობაში მიღებულ იქნა 79 პირი და წევრთა რიცხვი გახდა 190. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ პართენის ასული საბაშვილისა და გამგეობის ხაზინადარი იასონ იესეს ძე გიგიბერია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების გუდაუთის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 28403 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/28403]; წვდომის თარიღი: 2019-08-18

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.