აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა გამგე, დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციის მეორე სხდომაზე ამიერკავკასიის დელეგაციის მიერ გაკეთდა განცხადება ამიერკავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც უკვე ჩაერთო საერთაშორისო ურთიერთობებში და პროტესტს გამოთქვამს ბრესტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ, თუმანოვი.

წყარო: ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციის მეთაურის აკაკი ჩხენკელის მოხსენება ტრაპიზონში თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების მიმდინარეობისა და მისი შეწყვეტის მიზეზების შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 3521 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/3521]; წვდომის თარიღი: 2019-08-18

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.