ალექსანდრე იესეს ძე ფავლენიშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილებამ საზოგადოების წევრობის მსურველთა სია გაუგზავნა. სიაში ტყვიავიდან იყვნენ ალექსანდრე იესეს ძე ფავლენიშვილი, ბარბარე ივანეს ასული ფავლენიშვილი, ლუარსაბ ალექსანდრეს ძე ერისთავი და ნიკოლოზ ზაქარიას ძე კეცხოველი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 3655 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/3655]; წვდომის თარიღი: 2019-07-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.